„დემოკრატიული სკოლის განვითარება“
დემოკრატიული კულტურის განვითარება სკოლის სივრციდან იწყება. მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა, გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობის გამოცდილება, გამოხატვის თავისუფლება და დისკუსია აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
„დემოკრატიული სკოლის განვითარება“ #ევროპისსაბჭოს პროფესიული განვითარების პროგრამაა, რომელიც საჯარო სკოლების დირექტორებს და მოადგილეებს სკოლის დემოკრატიული პრინციპებით მართვის დანერგვაში ეხმარება.
აღნიშნულ პროექტში აქტიურად ჩაერთო სსიპ ქ.მარნეულის N5 საჯარო სკოლის დირექტორი - ლელა ხარშილაძე და დირექტორის მოადგილე - ირმა კალანდაძე.


Комментарии
Отправить комментарий