სკოლის შესახებ
სსიპ ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლის შენობა შედგება ორსართულიანი და სამ სართულიანი ფლიგელისგან.
2017-2018 სასწავლო წლის 5 სექტემბერს დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით. 2018 წლის სექტემბრიდან, უკვე მეექვსე წელია, ვართ სრულად რეაბილიტირებულ, უმაღლესი სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში.
სკოლაში არის კომპიუტრული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, შენობა არის ადაპტირებული, გვაქვს ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი, სააქტო და სპორტული დარბაზი. გვაქვს უნიკალური წიგნებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა.
ჩვენი სკოლა ყოველ წელს ამაყობს თავის მოსწავლეების წარმატებებით. ყოველ წელს გვყავს ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე. კურსდამთავრებულთა უდიდესი პროცენტი წარმატებით აბარებს ჩვენი ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, გვაქვს დიდი წარმატებები სპორტში, მუსიკაში არა მარტო ქვეყნის ფარგლებში, არამედ ქვეყნის გარეთ.
ერთი დღე ჩვენს სკოლაში
ჩამოვედი ისევ პირველ სართულზე და ისტის კაბინეტში შევიხედე, იქ ტრენინგი მიმდინარეობდა ,,ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში. მასწავლებლები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართული მუშაობაში.
ხელი არ შევუშალე მათ და გავეშურე მანდატურის ოთახისკენ , იქედან საუბრის ხმა შემომესმა. მანდატურებს მოსწავლე ჰყავდათ შეყვანილი კაბინეტში და ესაუბრებოდნენ.
გავუყევი კორიდორს, ჩამიჩუმი არ ისმოდა. ისეთი სიწყნარე იყო, თითქოს ოციოდე წუთის წინ აქ ამავე კორიდორში, დასვენებაზე 1000-მდე მოსწავლე არ დარბოდა. ერთ-ერთ სალასო ოთახში ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, შევედი, აღმოჩნდა,რომ აქ თვიმმართველობის მოსწავლეების ორგანიზებით, ბულინგის თემაზე, ფილმის ჩვენება / განხილვა იმართებოდა. არ გამკვირვებია, რადგან აქ, ჩვენს სკოლაში ძალიან ბევრჯერ ნახავთ მსგავს სიტუაციას, ზოგჯერ საგაკვეთილო პროცესში, თემიდან გამომდინარე, ზოგჯერ კათედრის, ზოგჯერ მოსული სტუმრების ინიციატივით.
თანდათან ვგრძნობდი როგორ მევსებოდა სიამაყით გული, მე დღეს ჩემი სკოლის ყოველდღიურობას გარედან ვუყურებდი, სხვა დროს ხომ მეც იგივე ცხოვრებით ვარ დაკავებული და ვერც კი ვამჩნევ ამ ყველაფერს.
მეორე სართულზე ადმინისტრაციის ნაწილში მოვხვდი. აქ ხომ ერთმანეთის გვერდიგვერდ არის ჩალაგებული სამასწავლებლო და დირექცია. ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა მათი ყურება გარედან. ზოგი კომპიუტერში მუშაობს, ზოგი კითხულობს, ზოგი წერს რაღაცას, ზოგი უბრალოდ საუბრობს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება, ღიად. რაც ყველაზე მთავარია ჩვენთვის ყოველთვის ღიაა დირექტორის კაბინეტი და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე თამამად შეგვიძლია მასთან შესვლა და ლაპარაკი. მასწავლებლების და დირექციის მუშაობის დასანახად კაბინეტებში შესვლაც კი არ დაგჭირდება იმხელა მინებიდან ისედაც თვალსაჩინო და გამჭვირვალეა ყველაფერი.
ასეთია ჩვენი სკოლა, სადაც დამლაგებლიდან დაწყებული დირექტორით დამთავრებული ყველა თავის საქმეს აკეთეს და ეს ერთი მთლიანობა დიდ გუნდს ქმნის და მის წარმატებას უზრუნველყოფს. წარმატების მთავრი მიზეზი ის სიყვარული, დამოკიდებულებები და პატივისცემაა, რომელიც აქ არის ჩვენთან.
ასეთი საინტერესო გამოვიდა ჩემი მოგზაურობა, დღის ბოლოც მოვიდა და მე, სიამაყით გავუყევი სახლისაკენ მიმავალ გზას.
Комментарии
Отправить комментарий